logo_geo
eng_logo
„გიგა კობალაძემ ქართველი არტისტების ხარჯზე დიდი ქონება გაიფორმა!“ - კობალაძის ქონების არასრული სია
- +

14 დეკემბერი. 2019. 21:53

 

 

„ჩვენ, ქართველი ხელოვანები ვალდებულად მივიჩნევთ, რომ გავაკეთოთ განცხადება, რომელიც დაიცავს საქართველოში საავტორო უფლებებს და ბოლოს მოუღებს მათ ძარცვას გაურკვეველი ორგანიზაციების მიერ“, - ამის შესახებ ქართველი ხელოვანების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც ხელს აწერენ უფლებადამცველი და მწერალი ირაკლი კაკაბაძე, მუსიკოსი დათო ევგენიძე, მუსიკოსი რობი კუხიანიძე, პოეტი და მულტიმედიაარტისტი ზურაბ რთველიაშვილი, კომპოზიტორი ზურა მახნიაშვილი, კომპოზიტორი, მომღერალი, პოეტი და რეჟისორი გია ნიკოლაძე და მომღერალი ბექა გელენავა.

 

„GCA ქართველ ხელოვანთა საავტორო უფლებების დაცვის ასოციაციაა, რომელიც 1999 წლის 16 აგვისტოს დაარსდა. 20 წლის განმავლობაში ეს ორგანიზაცია ვალდებული იყო ქართველი ავტორების უფლებები დაეცვა. უკვე დიდი ხანია, რაც ამ ორგანიზაციის თავმჯდომარედ ბატონი გიგა კობალაძე გვევლინება. სწორედ მისი თაოსნობით უნდა დაეცვა ქართველი ხელოვანების, მუსიკოსების, მხატვრების, მწერლების, პოეტების თუ არქიტექტორების და კიდევ სხვათა უფლებები GCA–ს. მაგრამ აკეთებდა კი ამას?

 

ეს ორგანიზაცია მასიურად არღვევდა ქართველი ხელოვანების უფლებებს - არ უხდიდა მათ კუთვნილ თანხებს და არბიტრარულად წყვეტდა ვისთვის რამდენი გადაეხადა.  ამ ორგანიზაციამ წლების განმავლობაში გაძარცვა არაერთი ცნობილი არტისტი და უხეშად დაარღვია მათი უფლებები.  ხშირ შემთხვევაში, ხელოვანებს, ან საერთოდ არაფერს უხდიდნენ, ან სასაცილოდ შეურაცხმყოფელ თანხებს ურიცხავდნენ და მათ უსამართლოდ აგდებდნენ მათხოვრულ მდგომარეობაში.

 

გიგა კობალაძის და მისი GCA-ს ხელში, მოტყუებული იყო არაერთი ქართველი ხელოვანი, დაახლოებით 20 წლის განმავლობაში ხდებოდა უამრავი ქართველი ხელოვანის ძარცვა ე.წ. საავტორო უფლებების დაცვის სააგენტოს მიერ.

 

ქართველ ხელოვანებს ფული არ ეძლეოდათ და ამის სანაცვლოდ ხდებოდა გარკვეულ პირთა გამდიდრება. ვინ ახდენდა ქართველი ხელოვანების გაძარცვას ამდენი წლის განმავლობაში?

 

სამაგიეროდ, ბატონ გიგა კობალაძეს ჩაერიცხა დიდი თანხა უკანასკნელი წლების განმავლობაში.  როგორც ჩვენ ვიცით, იგი არც ცნობილი კომპოზიტორია, არც სიმღერების ტექსტების ავტორი, არც სინქრონიზატორი, არც ბესტსელერი მწერალი და არც დიზაინერ-მხატვარი. სამაგიეროდ მან ქართველი არტისტების ხარჯზე დიდი ქონება უკვე გაიფორმა საკუთარ სახელზე.

 

გთავაზობთ ამ ქონების არასრულ სიას, რაც საჯარო ინფორმაციაა:

 

  1. Zestaponi, Batonishvili street N2, dead end 2. (600 m2) (11.08.2008). Bequest (owner Natela Kobaladze) landplot

 

  1. Kobuleti, landplot(07.09.2012) Owner Giga Kobaladze

 

  1. Mtskheta, 600 m2 landplot(24.05.2017) Owner Giga Kobaladze. Loaded by find in “Sakartvelos 
Banki

 

  1. Khashuri, Vachnadze street N24 600 m2. Landplot building 56.9 m2 (16.03.2007). Handover of 
donations from Liana Tskhovrebashvili

 

  1. Tbilisi, Saakadze Str. N100 545m2 landplot building 282.59 m2, living space 198.11 m2 
(17.11.2006) owners: Liana Svanidze, Shota Skhirtladze. Bequest.

 

  1. Khashuri, Daba Surami, 9 April Street N66, landplot 511 m2, building 220 m2. Handover of 
donations (01.07.2006). Owner Liana Tskhovrebashvili

 

  1. Tbilisi, Brose Str. N12. Landplot 993 m2 Building – 666.59 m2 (01.09.2010) 
Owners: Lela Maisuradze, Tamar Palavandishvili. Company: “Sadazgvevo Kompania Partniori“Broses - 8
Gela Maisuradze – 23.43 m2“Sadazgvevo Kompania Partniori” - 474.88 m2 “Broses - 8” - 93.4 m2
Tamar Palavandishvili – 56.39 m2 “Broses - 8” and T.P - 18.47 m2 Loaded by find in “T.B.C Bank”

 

  1. Tbilisi, Ateni Str. N25 Apartment 28 “Georgian Export” (ჯორჯიან ექსპორტი) Ltd. 
Director – Eka Andronikashvili – 50% 
Giga Kobaladze – 50%

 

  1. Tbilisi, Georgian Artists Society. Vazha-Pshavela avenue N47, Apt-Block N2, Apartment N41 
Giga Kobaladze – member of the board and Giorgi Babunashvili, Merab Sepashvili(Famous singer)
(06.04.2011)

 

  1. Tbilisi, Film Protection and Development Association. Chachava str. N2-4-6-8-10-12, Floor N2. Chairman – Nino Gamrekeli
Members of the board: Giga Kobaladze, Giorgi Imedashvili, David Imedashvili.
(24.06.2010)

 

  1. L.T.D “სტუდიერი” (Studieri). (22.11.2007) Kostava Str – 1 – lane N33a
Director – Giga Kobaladze – 100%

 

  1. Tbilisi, Law Firm “Salakaia, Kobaladze, Tutberidze” Rustaveli Ave, 37/37 (27.09.2004) Director – Giga Kobaladze (Shareholders – Malkhaz Salakaia and Giorgi Tutberidze)

 

  1. Tbilisi, Georgian Association Of Copyright (GSA) (founded in 16.08.1999)
Kostava Str N63, Floor N2 – 329.91 m2
Chairman – Giga Kobaladze.
Members - Aleksandre Vashakidze, Merab Kulukashvili, Tamar Kemularia, Natalia Lomouri

 

  1. Tbilisi, Georgian Authors Society (SAS) Aghmashenebeli ave. N123 (16.08.1999)
Chairman – Giga Kobaladze
Members – Tamar Kemularia, Natalia Lomouri, Mirian Kululashvili, Aleksandre Kashakidze

 

და ამ ქონებების დასაგროვებლად ფულის დიდი ნაწილი ბატონ გიგა კობალაძეს სწორედაც რომ რუსეთიდან მოჰქონდა.  მას ჰყავდა იქ მფარველები და მეგობრები. თვითონ კი თვალთმაქცურად ამბობდა, რომ „ოკუპაციას ებრძოდა“. ამ დროს ის თავის ძირითად შემოსავალს რუსეთიდან იღებს!“ - ნათქვამია განცხადებაში.

 

განცხადების სრული ვერსია იხილეთ ლინკზე:

http://reportiori.ge/inside.php?menuid=3&id=112725

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner