logo_geo
eng_logo
ეკატერინე ტიკარაძე: კორონავირუსის ინფექცია არის გლობალური გამოწვევა, არ გვაქვს უფლება, ვისარგებლოთ ამით და გვქონდეს პოლიტიკური მესიჯები
- +

26 მარტი. 2020. 16:47

 

„კორონავირუსის ინფექცია არის გლობალური გამოწვევა და ჩვენ არ გვაქვს უფლება, ვისარგებლოთ ამით და გვქონდეს პოლიტიკური მესიჯები ამაზე“, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

 

ეკატერინე ტიკარაძე გამოეხმაურა ზუგდიდში „ნაციონალური მოძრაობის“ აქციას, სადაც ისინი ადგილობრივი მოსახლეობას პირბადეებს ურიგებდნენ.

 

„კარგია ქველმოქმედება, თუმცა, აუცილებელია, გათვალისწინებული იყოს რეკომენდაცია, რომელიც აქციის შემთხვევაში იყო დარღვეული და ეს არღვევს ადამიანებზე ზრუნვას, უქმნის გარკვეულ პრობლემებს და საფრთხეს. დავამშვიდებ ზუგდიდის მოსახლეობას, სახელმწიფო ზრუნავს მათზე და ეს ზრუნვა პირბადეების გარდა გამოიხატება იმაში, რომ რუხის საავადმყოფოს მობილიზაცია მიმდინარეობს, რომელსაც მე თვითონ უახლოეს დღეებში ვნახავ, სადაც მობილიზებული იქნება საკარანტინე სივრცე, ასევე, სტაციონარში გარკვეული საწოლების მობილიზაცია მოხდება. ზუგდიდიც და სამეგრელოც, ისევე როგორ აფხაზეთი, არის ის მხარე, რომელსაც სამინისტრო და სახელმწიფო ზრუნავს თანაბრად, როგორც მის სხვა მოქალაქეებზე“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

 

საგანგებო მდგომარეობისას დაწესებული შეზღუდვის მიუხედავად, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დღეს ზუგდიდის ცენტრში ადამიანები შეკრიბა.

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner