logo_geo
eng_logo
ვლადიმერ ბოჟაძე: „ნაცმოძრაობის“ იარაღი, როგორც ყოველთვის, დეზინფორმაცია, ცილისწამება და პანიკის დათესვის მცდელობაა
- +

29 მარტი. 2020. 15:05

 

 

„ნაცმოძრაობამ“ და მისმა სატელიტებმა ღია ცეცხლი გახსნეს საკუთარი ქვეყნისა და ექიმების წინააღმდეგ“, - ამის შესახებ სამოქალაქო საზოგადოებისა და „დემოკრატიის განვითარების ცენტრის“ დირექტორი ვლადიმერ ბოჟაძე სოციალურ ქსელში წერს.

 

ბოჟაძე ყველას მადლობას უხდის, ვინც დაუღალავად იბრძვის კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში:

 

„ძალიან სამწუხაროა, რომ „ნაცმოძრაობამ“ და მისმა სატელიტებმა ღია ცეცხლი გახსნეს საკუთარი ქვეყნისა და ექიმების წინააღმდეგ. იარაღი, როგორც ყოველთვის, დეზინფორმაცია, ცილისწამება და პანიკის დათესვის მცდელობა. საქართველო, რომელიც კორონავირუსის წინააღმდეგ ეფექტური ბრძოლის მაგალითია მთელ მსოფლიოში, გვარამია იწუნებს. მადლობა ყველას ვინც ასე დაუღალავად იბრძვის კორონავირუსის წინაამდეგ, მთელი საქართველო მხარს გიჭერთ, ხოლო მათ ვინც ასევე დაუღალავად ებრძვით საკუთარ ხალხს და ქვეყანას, დღესაც დაგამარცხებთ, ხვალაც და 2020 წლის 31 ოქტომბერსაც  #დარჩისახლში #ამბრძოლასაცმოვიგებთ“, - აღნიშნავს ბოჟაძე.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner