logo_geo
eng_logo
გიორგი გახარია: ეს იმდენად დიდი გამოწვევაა არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მსოფლიოსთვის, აქ ყველანაირი პროგნოზი არის პირობითი
- +

9 აპრილი. 2020. 15:13

 

„ყველაფერი შესაძლებელია, ყველაფერი იქნება დამოკიდებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის დინამიკაზე მის დამძიმებაზე, ან პირიქით და ვნახოთ როგორ განვითარდება ვითარება. ჩვენი ძირითადი ამოცანა არის ადამიანების ჯანმრთელობა“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტების მიერ დასმული კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივებას შეეხებოდა.

 

მთავრობის მეთაურმა მედიის წარმომადგენლებთან კორონავირუსზე ტესტირების კრიტერიუმის ახალ ალგორითმზე ისაუბრა.

 

„ეს უკავშირდება ყველაფერს და პირველ რიგში, რისკების შეფასებას ჩვენი ეპიდემიოლოგების მხრიდან. საერთოდ ამ პროტოკოლის შეცვლა დაკავშირებულია, პირველ რიგში, რისკების შეფასებასთან და, რა თქმა უნდა, ეპიდემიის განვითარებასთან, ახალ ეტაპზე გადასვლასთან ქვეყანაში. ჩვენ ახლა უკვე შიდა გავრცელების ეტაპზე ვართ. პიკს ზუსტად ეპიდემიოლოგები ჯერ ვერ აფასებენ, თუმცა ველოდებით სადღაც აპრილის ბოლოსკენ, მაისის დასაწყისისკენ, სადღაც ამ პერიოდში.

 

ეს იმდენად დიდი გამოწვევაა არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მსოფლიოსთვის, აქ ყველანაირი პროგნოზი არის პირობითი, ესეც კარგად უნდა გვესმოდეს.

 

ყველაზე დიდი გამოწვევა გახლავთ ის, რომ ჩვენ ვმოქმედებთ ყოველდღიურ ცხოვრებაში მთავრობები, ინსტიტუტები, სამოქალაქო სექტორი ისე, რომ ზუსტი პროგნოზების საშუალება, სამწუხაროდ, ჯერ არ გვაქვს. ემპირიული მასალა შესაბამისი ჯერ დაგროვილი არ არის. ეს არის ყველაზე დიდი გამოწვევა როგორც მოქალაქისთვის, ისე მთავრობისთვის და ეკონომიკისთვის“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner