logo_geo
eng_logo
მარინა ჯანაშია ივანიშვილის მიერ 100 მილიონის გადარიცხვაზე: ამით უამრავ ადამიანს აჩუქებს სიცოცხლეს
- +

9 აპრილი. 2020. 16:38

 

მსახიობი მარინა ჯანაშია პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის მიერ StopCoV-ფონდში 100 მილიონი ლარის ჩარიცხვის ფაქტს გამოეხმაურა.

 

მსახიობმა ყოფილი პრემიერის მიმართ მადლიერება გამოხატა და აღნიშნა, რომ ის ყოველთვის ქართველი ხალხის გვერდით დგას.

 

„რასაკვირველია, ეს არის არაჩვეულებრივი ფაქტი. ამ ადამიანის მიმართ მე ყველანაირად მადლიერი ვარ იმისთვის, რასაც ის ქვეყნისთვის აკეთებს. პირადად მე შემიძლია ვთქვა, რომ მან მაჩუქა მეორე სიცოცხლე, ახალი სიცოცხლე. არ შემიძლია, ეს არ აღვნიშნო. ის, რომ დღეს ცოცხალი ვარ, ბატონი ბიძინას დამსახურებაა. ამ თანხის გადარიცხვით, რასაკვირველია, უამრავ ადამიანს აჩუქებს სიცოცხლეს და ყველას მისცემს იმის ბედნიერებას, რომ წელში არ გავტყდეთ და ოპტიმისტურად გავაგრძელოთ ცხოვრება“, - განაცხადა მარინა ჯანაშიამ.

 

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner