logo_geo
eng_logo
„თბილსერვის ჯგუფმა“ გედევანიშვილის ქუჩის მიმდებარე ფერდობები და გამწვანებული ტერიტორიები დაასუფთავა
- +

3 ივლისი. 2020. 13:07

 

 

ჩუღურეთის რაიონში, მოსახლეობის მიერ დანაგვიანებული ფერდობებისა და მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავების მასშტაბური აქცია გაიმართა.

 

შპს „თბილსერვის ჯგუფმა“ გედევანიშვილის ქუჩის მიმდებარე ფერდობები და გამწვანებული ტერიტორიები საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან გაწმინდა და სრულად მოაწესრიგა.

 

ადგილზე „თბილსერვის ჯგუფის“ 25 თანამშრომელი მუშაობდა. ასევე, მობილიზებული იყო სპეციალური ტექნიკა.

 

„თბილსერვის ჯგუფი“ მოსახლეობას მოუწოდებს, სხვადასხვა ტერიტორიაზე ნარჩენების დაყრისგან თავი შეიკავონ და ის ნაგავშემკრებ კონტეინერებში განათავსონ.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner