logo_geo
eng_logo
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, ვლადიმერ იმნაძემ ომში დაღუპულთა მემორიალი ყვავილებით შეამკო
- +

8 აგვისტო. 2020. 21:23

 

 

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, ვლადიმერ იმნაძემ,  აგვისტოს ომში დაღუპულ მებრძოლთა შვილებთან და უწყების წარმომადგენლებთან ერთად, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე, გმირთა მემორიალი გვირგვინითა და ყვავილებით შეამკო და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის, 2008 წლის რუსეთ -საქართველოს ომში დაღუპულ მეომრებს წუთიერი დუმილით პატივი მიაგო.

 

ვლადიმერ იმნაძემ, ომში დაღუპული სამხედროების ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა და მათ მიმართ თანაგრძნობა და პატივისცემა კიდევ ერთხელ გამოხატა.

 

მოგვიანებით, უწყების ხელმძღვანელი, გმირთა მოედანზე მივიდა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპული მებრძოლების მემორიალი გვირგვინით შეამკო.

 

''სიმართლე გითხრათ, არც 8 აგვისტო მიყვარს და არც 27 სექტემბერი...ეს შავი დღეებია საქართველოს უახლეს ისტორიაში. კარგად ვიცით, რა მოხდა 2008 წლის 8 აგვისტოს, 12 წლის წინ და 1993 წლის 27 სექტემბერს, რა მოხდა სოხუმში. ყველა დაღუპული რუსეთ-საქართველოს ომს შეეწირა, როგორც 1992-93 წლებში, ასევე, 2008 წელს... კარგია, რომ ბევრი ხალხი ამოდის ამ დღეს აქ, მაგრამ სხვა დღეებშიც არ უნდა დაგვავიწყდეს'' - განაცხადა ვლადიმერ იმნაძემ.

 

თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში, სულ, დაღუპულად 169 სამხედრო მიიჩნევა, აქედან ხუთი უგზო-უკვლოდ დაკარგულია. 2008 წელს, რუსული ინტერვენციის შედეგად, საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე და14 პოლიციელი დაიღუპა, ხოლო 1 747 დაიჭრა. სახლები იძულებით, თითქმის 150 000-მა ადამიანმა დატოვა, მათგან 30 000-მდე დღემდე დევნილობაში რჩება.

 

 

right_banner
არქივი
right_banner