logo_geo
eng_logo
მარიამ ჯაში: არსებობს არასრულწლოვანთა პროსტიტუციის საფრთხე
- +

11 იანვარი. 2017. 14:46


განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში მზადყოფნას გამოთქვამს, პრემიერ-მინისტრის მიერ დასმულ არასრულწლოვანთა პროსტიტუციის პრობლემაზე მუშაობის პროცესში პირადად ჩაერთოს.



„არსებობს არასრულწლოვანთა პროსტიტუციის საფრთხე. პრემიერმა ყურადღება გაამახვილა ამ საფრთხის პრევენციისა და აღმოფხვრის აუცილებლობაზე. ამავდროულად, მიანიშნა კონკრეტულ ფაქტებზე, სადაც შესაძლოა ადგილი ქონდეს ანტიდისკრიმინაციული კანონის დარღვევას, გენდერული და ეთნიკური ნიშნით. დიახ, ეს არის კანონდარღვევა და სწორედ ამ პრობლემაში გარკვევა დაევალათ შესაბამის უწყებებს. რამდენადაც აღნიშნული საფრთხეები უკავშირდება არასრულწლოვანთა - მოსწავლეებისა და სტუდენდების უფლებების დარღვევას და ამასთან წარმოადგენს საზოგადოებრივი ჯანდაცვის კუთხით რისკებს, მზად ვარ ჩავერთო ამ პრობლემაზე მუშაობის პროცესში", - აცხადებს მარიამ ჯაში.


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დღეს გამართულ სხდომაზე არასრულწლოვანთა პროსტიტუციის პრობლემებზე ისაუბრა. კვირიკაშვილმა საკითხში გარკვევა და მოგვარება შინაგან საქმეთა მინისტრს დაავალა.




 

right_banner
არქივი
right_banner