logo_geo
eng_logo
"აიპრესის" რედაქციის განცხადება ნატა ფერაძის მიერ ჟურნალისტების შეურაცხყოფის ფაქტებზე
- +

17 თებერვალი. 2017. 01:52


 

საინფორმაციაო სააგენტო „აიპრესი" სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელიც "პარტიზანი მებაღეების" წევრს ნატა ფერაძეს შეეხება. „აიპრესის" მიერ გამოქვეყნებულ სტატიას უცვლელად გთავაზობთ:


„საინფორმაციო სააგენტო "აიპრესის" რედაქციის, ადმინისტრაციისა და ჟურნალისტების სახელით, გვსურს განვაცხადოთ, რომ "პარტიზანი მებაღეების" წევრი, ნატა ფერაძე, რომელსაც საზოგადოება გარემოსდამცველის სახელით იცნობს, ცივილური ქცევის ყველანაირ ნორმას უხეშად არღვევს სამოქალაქო აქტივიზმის სახელით.

 

 

ჩვენი აზრით, მსგავსი ქცევა და დამოკიდებულება არის:

 

1. აბსოლუტური უპატივცემულობა ჟურნალისტების მიმართ;

 

2. აგდებული დამოკიდებულების გამოხატულება საინფორმაციო საშუალებების, მისი წარმომადგენლების საქმიანობის მიმართ;

 

3.  უპასუხისმგებლო დამოკიდებულება იმ ყველაზე მნიშვნელოვანი და ფუნდამენტური საკითხისადმი, რასაც ჰქვია საზოგადოებისთვის სწორი ინფორმაციის მიწოდება და გავრცელება.

 

Description: http://img.ipress.ge/data/sazogadoeba/nataferadzeuzrdeli.png

 

ჩვენ მოვუწოდებთ ჩვენს კოლეგებს, ჟურნალისტებს, მედიის წარმომადგენლებს, სოციალურ მედიაში აქტიურ მოქალაქეებს, რომ ყურადღებით და სიფრთხილით მოეკიდონ ნატა ფერაძესთან პროფესიულ ურთიერთობას, განსაკუთრებით, როდესაც საქმე ეხება მისი აქციების შესახებ მედიამასალების მომზადებას და მისთვის კითხვების დასმას. ჩვენ, ჩვენის მხრივ, უარს ვამბობთ ნატა ფერაძის, როგორც რესპოდენტის ჩაწერაზე გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებით და მკაცრი სარედაქციო ფილტრის ქვეშ გავატარებთ "პარტიზანი მებაღეების" ნებისმიერი აქტივობის გაშუქებას, რათა არ მივცეთ მათ საზოგადოების შეცდომაში შეყვანის საშუალება.

 

საქმის გარემოება მდგომარეობს შემდეგში: 2017 წლის 10 თებერვალს "აიპრესის" ჟურნალისტმა მარიამ ვაჩნაძემ მოამზადა მასალა მზიურის მიმდებარე ტერიტორიაზე დაგეგმილი მშენებლობის შესახებ, რომელსაც ნატა ფერაძე აპროტესტებდა. ჩაწერა ინტერვიუ მასთან, რომელიც საიტზე გამოქვეყნდა სტანდარტების სრული დაცვით, უცვლელად.

 

გთავაზობთ სტატიის ამ ბმულს, რომელიც შეგიძლიათ შეადაროთ  ნატა ფერაძის იმ აუდიოჩანაწერს, რომელსაც აქვე წარმოგიდგენთ:

 

ფერაძე: ინვესტორი ვაკეში 20 სართულიან კორპუსებს აშენებს, რომელიც პირდაპირ მზიურში იჭრება

 

ამის შემდეგ, მეორე დღეს ამავე ჟურნალისტმა ჩაწერა მზიურის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობა და ინვესტორი და სტატიაში კიდევ ერთხელ მიუთითა ნატა ფერაძის ინტერვიუს ბმული, რათა მკითხველს თავიდან ბოლომდე ჰქონოდა წარმოდგენა მის პოზიციაზე..წარმოგიდგენთ ამ სტატიის ბმულსაც:

 

ჩვენზე მაგარი დამცველი მზიურს არ ჰყავს! - მოსახლეობა "პარტიზანი მებაღეების" წინააღმდეგ (ვიდეო)

 

ამის შემდეგ, ნატა ფერაძემ თავისი სოციალური ქსელი, Facebook" -ის კედელზე გააზიარა ჩვენი მეორე სტატიის ბმული და ჟურნალისტი უხამსი სიტყვებით მოიხსენია. გარდა ამისა, მან მოატყუა საზოგადოება, თითქოს ჟურნალისტმა არასრულად და ინტერპრეტირებულად  გამოაქვეყნა მისი ინტერვიუ.

 

სანამ ამის დამადასტურებელ აუდიო ჩანაწერებს გამოვაქვეყნებდით, გადავწყვიტეთ, ნატა ფერაძესთან გადაგვემოწმებინა თუ ვის გულისხმობდა იგი საკუთარ პოსტში"Facebook" -ის გვერდზე. მან ჟურნალისტ ირმა მესხიასთან არა თუ დაადასტურა ის, რომ თავის კომენტარებში  "აიპრესის" ჟურნალისტს გულისხმობდა, კიდევ ერთხელ მოიხსენია უხამსი სიტყვებით ჟურნალისტი, რომელმაც მასალა მოამზადა და ჟურნალისტს, რომელმაც დაურეკა ასევე სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

 

(შეგიძლიათ მოისმინოთ აუდიოჩანაწერში 06:20 წუთიდან)

 

 

ნატა ფერაძის აღშფოთება, ჩვენი ვარაუდით, გამოიწვია მეორე სტატიის მისთვის არასასურველმა შინაარსმა. რაც არანაირად არ ამართლებს, პირიქით ამძიმებს მის საქციელს.

 

 

ამიტომ, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ  ჩვენს კოლეგებს, ჟურნალისტებს, მედიის წარმომადგენლებს, სოციალურ მედიაში აქტიურ მოქალაქეებს, რომ ყურადღებით და სიფრთხილით მოეკიდონ ნატა ფერაძესთან პროფესიულ ურთიერთობას", - ნათქვამია „აიპრესის" მიერ გამოქვეყნებულ მასალაში. 

 

 

 

 

right_banner
არქივი
right_banner