logo_geo
eng_logo
რუსთავი-წითელი ხიდის და რუსთავი-სადახლოს გზების განახლებისთვის პროექტირება იწყება
- +

17 თებერვალი. 2017. 11:48



საავტომობილო გზების დეპარტამენტი, E60 ავტომაგისტრალის, რუსთავი-წითელი ხიდისა და რუსთავი-სადახლოს გზების განახლებისთვის საპროექტო სამუშაოებს იწყებს.


საპროექტო დოკუმენტაციის მოსამზადებლად, ხელშეკრულებას ხელი საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ალექსანდრე თევდორაძემ და  კომპანია „ანეტა ნედერლენდის" წარმომადგენელმა რიჩარდ სმოლეგანგმა მოაწერეს.


ხელშეკრულების ფარგლებში, უნდა მომზადდეს ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთებისა და დეტალური პროექტის დოკუმენტები. აღნიშნული პროექტი, აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის გაუმჯობესების მეოთხე პროექტის ფარგლებში მსოფლიო ბანკის დაფინანსებით განხორციელდება.


საპროექტო სამუშაოების ვადა 17 თვეა და მისი ღირებულება 1 721 933.88 ევროსა და 1 825 937.60 ლარს შეადგენს. პროექტირების დასრულების შემდეგ, ტენდერი სამშენებლო სამუშაოებზე გამოცხადდება.


რუსთავიდან სადახლოს მიმართულებით 40 კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა, ხოლო რუსთავიდან წითელი ხიდის მიმართულებით 35 კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა იგეგმება.


აღნიშნული მონაკვეთები, პრემიერ-მინისტრის ინიციატივის, 4 პუნქტიანი გეგმის მნიშვნელოვანი მიმართულების - ქვეყნის სივრცითი განვითარების შემადგენელი ნაწილია.






 

right_banner
არქივი
right_banner