logo_geo
eng_logo
ფონდი „ქართუს“ დაფინანსებით, „Black Sea Arena"-სთან მაღალბაქნიანი სარკინიგზო სადგური აშენდა
- +

19 მაისი. 2017. 23:19



მაღალბაქნიანი სარკინიგზო სადგურს - „Black Sea Arena" ეწოდა, სადგური მსგავსი მასშტაბური ღონისძიებების დროს, ორსართულიანი „შტადლერის" მატარებლის მგზავრებს მოემსახურება.

 

„როდესაც ასეთი დიდი კონცერტები იქნება, ჩვენ გვექნება შესაძლებლობა მატარებლით წასული მგზავრები პირდაპირ „Black Sea Arena"-სთან გავაჩეროთ ახალ მოწყობილ მაღალბაქნიან სადგურზე, საიდანაც მგზავრები პირდაპირ გადაინაცვლებენ საკონცერტო დარბაზში",- „საქართველოს რკინიგზის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი დაჩი ცაგურია.

 

მისივე თქმით, თუ იქნება მოთხოვნა შესაძლებელია, მატარებელი აღნიშნულ სადგურზე სხვა დროსაც გაჩერდეს.


ამასთან, როგორც „საქართველოს რკინიგზაში" განაცხადეს, კონცერტთან დაკავშირებით, დაინიშნა დამატებითი მატარებელი ბათუმიდან-ურეკის მიმართულებით, რომლის მგზავრებიც „Black Sea Arena"-ს სადგურზე შეძლებენ ჩასვლას.


ასევე, „Aerosmith"-ის კონცერტთან დაკავშირებით დანიშნულია დამატებითი რეისებიც.


 

 

 

Livestream
right_banner right_banner
არქივი
right_banner