logo_geo
eng_logo
NATO-სა და შავი ზღვის უსაფრთხოება
- +

12 ოქტომბერი. 2017. 20:30

საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების მე-11 კონფერენციის ბოლო პანელი NATO-სა და შავის ზღვის უსაფრთხოებაზე საუბარს დაეთმო. სესიის მომხსენებლები შეთანხმდნენ, რომ NATO-ს გაძლიერება შავი ზღვის აუზში რეგიონის მშვიდობასა და სტაბილურობას შეუწყობს ხელს.

პანელს მოდერატორობა აშშ-ის პენ ბაიდენის დიპლომატიისა და გლობალური ჩართულობის ცენტრის დირექტორმა მაიკლ კარპენტერმა გაუწია და სესია მოლდოვის, უკრაინის და საქართველოს კონტექსტში შავი ზღის ირგვლივ არსებული გამოწვევების მიმოხილვით დაიწყო. ერთ-ერთმა მომხსენებელმა, NATO-ს სამეკავშირეო ოფისის თავმჯდომარემ უილიამ ლაჰიუმ კი, NATO-ს მომავალი სამიტზე განხილვის ერთ-ერთ საკითხად სწორედ სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის მიმართულებით NATO-ს ძალისხმევა დაანონსა.

შავი ზღვის აუზის გაძლიერებაში საქართველოს წვლილზე ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ისაუბრა. როგორც ვიქტორ დოლიძემ აღნიშნა, საქართველო მზად არის წვლილი შიტანოს NATO-ს გაძლიერებაში შავ ზღვაზე, იქნება ეს საზღვაო, სახმელეთო თუ საჰაერო კომპონენტი.

აშშ-ის ელჩმა საქართველოში იან კელიმ კი, ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკა კიდევ ერთხელ გააჟღერა და აღნიშნა, რომ შავი ზღვის რეგიონის სტაბილურობა აშშ-ის ინტერესშია.

NATO და შავი ზღვის უსაფრთხოება

right_banner right_banner
არქივი
right_banner