logo_geo
eng_logo
ლევან დავითაშვილი: სოფლად ცხოვრების დონე უნდა დაუახლოვდეს ქალაქში ცხოვრებისას
- +

17 ოქტომბერი. 2017. 14:05


 

FAO და სოფლის მეურნეობის სამინისტრო „მსოფლიო სურსათის დღეს" აღნიშნავს. წელს „მსოფლიო სურსათის დღე" 150-ზე მეტ ქვეყანაში აღინიშნება და მათ შორის საქართველოშიც. წელს ღონისძიების მთავარი თემაა „მიგრაციის შეჩერება სოფლის განვითარებასა და სასურსათო უსაფრთხოების მიღწევის გზაზე". თბილისში გამართულ ღონისძიებაზე განსაკუთრებული აქცენტი რეგიონებიდან ახალგაზრდების მიგრაციის შეჩერებაზე გაკეთდა.


ღონისძიებას სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი დაესწრო და წლევანდელი წლის მთავარ თემაზე გაამახვილა ყურადღება.


„მიგრაციის თემა მთელ მსოფლიოში აქტუალურია და მათ შორის ჩვენს ქვეყანაშიც. ვხედავთ, რომ მთიანი რეგიონები და სასაზღვრო ტერიტორიები თითქმის დაიცალა. ამ გამოწვევას სახელმწიფომ უნდა უპასუხოს. სოფლად ცხოვრების დონე უნდა დაუახლოვდეს ქალაქში ცხოვრებისას, რაც არის კიდეც ასახული პრემიერ მინისტრის სივრცითი მოწყობის შესახებ 4-პუნქტიან გეგმაში", - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

 

ღონისძიების ყურადღების ცენტრში მოექცა რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი, სადაც FAO -მ ავსტრიის განვითარების სააგენტოს დაფინანსებით, სოფლის განვითარების პროექტი განახორციელა. პროექტის ფარგლებში 60-ზე მეტ რაჭველს სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისთვის აუცილებელი ტექნიკა გადაეცა.


„მსოფლიო სურსათის დღისადმი" მიძღვნილ ღონისძიებაში საქართველოს მთავრობის, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების, არასამთავრობო და კერძო სექტორის წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა.









 

right_banner right_banner
არქივი
right_banner