logo_geo
eng_logo
ილია მეორე: იმ ძმობას, რომელიც ქართველებსა და აფხაზებს შორის საუკუნეების მანძილზე იყო, ვერავინ დაარღვევს
- +

17 ოქტომბერი. 2017. 16:51



სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში აფხაზეთში დაღუპული 25 პირის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა.


„ჩვენ ვლოცულობთ ჩვენი გმირებისთვის. ჩვენ აღვავლენთ ლოცვებს ამარტო ქართველებისთვის, არამედ აფხაზებისთვის. ჩვენი სულიერი ძმები არიან ქართველებიც და აფხაზებიც და სხვანი მკვიდრნი აფხაზეთისა. იმ ძმობას, რომელიც საუკუნეების მანძილზე იყო ქართველებსა და აფხაზებს შორის, ვერავინ დაარღვევს. ჩვენ აღვავლენთ ლოცვებს, რათა განამწესოს ღმერთმა სულნი მათი, სადაცა მართალნი განისვენებენ. ღმერთმა დალოცოს და აცხონოს მათი სულები", - ბრძანა უწმინდესმა.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner