logo_geo
eng_logo
17 ნოემბერი სტუდენტთა საერთაშორისო დღეა
- +

17 ნოემბერი. 2017. 18:41



17 ნოემბერი სტუდენტთა საერთაშორისო დღეა.


უმაღლეს განათლებაზე ხელმისაწვდომობის მიზნით გატარებული ღონისძიებების შედეგად ყოველწლიურად სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრულ ან ნაწილობრივ ოდენობას მოიპოვებს დაახლოებით 6700 ბაკალავრი და 1000-მდე მაგისტრი.


100%-ით ფინანსდება 21 პრიორიტეტული საბაკალავრო პროგრამა.


2014 წელს დაარსდა განათლების საერთაშორისო ცენტრი და 2014-2017 წლებში საზღვარგარეთ სასწავლებლად 482 სტიპენდია გაიცა.


მოქმედებს სოციალური პროგრამა ბაკალავრებისა და მაგისტრანტების დამატებით დაფინანსების მიზნით.


ფინანსდება გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული სტუდენტების სწავლა.


შემუშავდა აფხაზეთში მცხოვრები სტუდენტების ხელშეწყობის პროგრამა - უკვე დაფინანსდა 3 აფხაზი სტუდენტი, რომლებმაც სწავლა საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში განაგრძეს.


ეთნიკური უმცირესობებისთვის უმაღლესი განათლების მიღების ხელშეწყობის მოქმედებს ქართულ ენაში მომზადების სპეციალური საგანმანათლებლო პროგრამა.


წარჩინებულ სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ მოიპოვონ სახელმწიფო სტიპენდია.


მოქმედებს სტუდენტური ბარათების პროგრამა, რის საფუძველზეც სტუდენტები იღებენ ფასდაკლებებს საყოფაცხოვრებო და საგანმანათლებლო დანიშნულების საქონელსა და მომსახურების გაწევაზე (http://studentcard.mes.gov.ge/).




 

Livestream
right_banner right_banner
არქივი
right_banner