logo_geo
eng_logo
გიორგი ტყემალაძე და თამარ ტალიაშვილი „NALAG“-ს ვიცე-პრეზიდენტებად აირჩიეს
- +

12 იანვარი. 2018. 15:54


 

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე და საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე თამარ ტალიაშვილი „საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის" ვიცე-პრეზიდენტებად აირჩიეს.  „საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის"  აღმასრულებელი საბჭოს XIX სხდომა სასტუმრო „თბილისი მარიოტში" გაიმართა და მას ასოციაციის ახლადარჩეული პრეზიდენტი კახა კალაძე ესწრებოდა.


დღეს გამართულ სხდომაზე,  დღის წესრიგით გათვალისწინებულ სხვა საკითხებთან ერთად, გასული წლის 8 დეკემბერს არჩეული ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს ახალი შემადგენლობის უფლებამოსილებაც ცნეს.


„საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის" მიზანი  ქვეყანაში ადგილობრივი თვითმმართველობის სისტემის სრულყოფა, ადგილობრივი დემოკრატიის განვითარება, სახელმწიფო ძალაუფლების დეცენტრალიზაცია და ადგილობრივი თვითმმართველობის ინსტიტუციების განვითარებაა.









 

right_banner right_banner
არქივი
right_banner