logo_geo
eng_logo
რუსთავში ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებული მამაკაცი გარდაიცვალა
- +

13 მარტი. 2018. 23:45



რუსთავში, რუსთაველის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებული 50 წლამდე მამაკაცი გარდაიცვალა, - ამის შესახებ პირველი არხი იუწყება.


არსებული ინფორმაციით, მას ოპერაცია რამდენიმე საათის განმავლობაში უტარდებოდა, თუმცა ექიმებმა გადარჩენა ვერ შეძლეს.


ავარიისას დაშავებული ოთხი ადამიანის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.


ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავში დღის მეორე ნახევარში მოხდა. სატვირთო ავტომობილი N6 სამარშუტო მიკროავტობუსს დაეჯახა. ავარიის შედეგად, ხუთი ადამიანი დაშავდა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner