logo_geo
eng_logo
ნუგზარ თინიკაშვილი: არჩილ ტატუნაშვილს ხელებსა და სახეზე დაზიანებები აქვს
- +

21 მარტი. 2018. 11:16



ახალგორის გამგებლის, ნუგზარ თინიკაშვილის ინფორმაციით, არჩილ ტატუნაშვილის ცხედარს გარკვეული დაზიანებები აღენიშნება.


როგორც „ინტერპრესნიუსს" თინიკაშვილმა განუცხადა, ტატუნაშვილს დაზიანებები ხელებზე და სახეზე აქვს, თუმცა მისი თქმით, დეტალებს, მათ შორის იმას, თუ რა სიმძიმისაა დაზიანებები, ექსპერტიზა დაადგენს.


„არის საუბარი, რომ ხელებზე და სახეზეც აღენიშნება დაზიანებები, თუმცა ამ ყველაფერს ექსპერტიზა დეტალურად დაადგენს. დაველოდოთ ამ დასკვნას", - განაცხადა ნუგზარ თინიკაშვილმა.


არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ოჯახს გუშინ დაუბრუნეს.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner