logo_geo
eng_logo
ბათუმში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოების დროს მეხანძრე-მაშველი დაშავდა
- +

24 აპრილი. 2018. 20:21

 

 

ბათუმში, გოგებაშვილის ქუჩაზე ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოების დროს ერთი მეხანძრე-მაშველი დაშავდა. ამის შესახებ პირველ არხს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, რამაზ ჯინჭარაძემ განუცხადა.

 

მისი თქმით, ინტოქსიკაციით მეხანძრე საავადმყოფოში გადაიყვანეს.

 

ამასთან, რამაზ ჯინჭარაძის განცხადებით, დაითვლება ზარალი და დაზარალებულებს ყველანაირი დახმარება გაეწევათ.

 

ხანძარი ბათუმში გოგებაშვილის ქუჩაზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლს გაუჩნდა, საიდანაც იქვე მდებარე ორ სახლზე გავრცელდა.

 

ხანძარი უკვე ლოკალიზებულია და ადგილზე ცეცხლის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

 

ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner