logo_geo
eng_logo
„ქართულმა მარშმა“ 17 მაისს დაანონსებული აქცია გააუქმა!
- +

16 მაისი. 2018. 23:40

 

„ქართულმა მარშმა“ 17 მაისს დაანონსებული აქცია გააუქმა“, – ამის შესახებ „ქართული მარშის“ ლიდერმა სანდრო ბრეგაძემ პირველ არხს განუცხადა.

 

როგორც ბრეგაძე აღნიშნავს, მათ საგანგებო თათბირის შემდეგ განაცხადეს, რომ „ქართული მარში“ გააუქმებდა ხვალ დაგეგმილ ყველა აქციას, თუ ლგბტ პირთა აქციები არ ჩატარდებოდა.

 

„საერთოდ არ მსურს ვიღაცებმა ისარგებლონ ჩვენი შიდა დაპირისპირებით. ხვალ დილიდან ჩვენ ვილოცებთ და შემდეგ შევუერთდებით საპატრიარქოს დაგეგმილ ღონისძიებებს, მივიღებთ მონაწილეობას მსვლელობაშიც. ხვალინდელი დღე ჩაივლის ისე, როგორც საჭიროა და იმედია, ყველაფერი კარგად იქნება”, – აცხადებს სანდრო ბრეგაძე.

 

„თანასწორობის მოძრაობა“ მთავრობის კანცელარიასთან 17 მაისს აქციას აღარ გამართავს. ამის შესახებ ორგანიზაციის წევრებმა ბრიფინგზე განაცხადეს.

 

„თანასწორობის მოძრაობის“ წარმომადგენლების თქმით, ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღეს აქციის გაუქმების გადაწყვეტილება შესაძლო დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად მიიღეს.

 

 

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner