logo_geo
eng_logo
მიხეილ ჩხენკელი: ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი სტუდენტებს 2019 წლის სექტემბერში მიიღებს
- +

19 ივნისი. 2018. 11:17

 

განათლების მინისტრობის კანდიდატის მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი სტუდენტებს 2019 წლის სექტემბერში მიიღებს.

 

„ქუთაისის უნივერსიტეტში მუშაობა ინტენსიურად მიმდინარეობს. ჩვენი პროგრამის ხელმძღვანელები იმყოფებიან მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტში, სადაც ხდება უკვე პროგრამების საბოლოო ვარიანტის შეჯერება. გერმანელ პროფესორებთან ერთად. გეგმა ასეთია, რომ 2019 წლის სექტემბერში განხორციელდება სტუდენტების მიღება. ტექნიკური დარგებით დავიწყებთ, თუმცა უნივერსიტეტის პროფილი იქნება უნივერსალური. მიუნხენის უნივერსიტეტის ჩართულობით ქუთაისში მსოფლიო დონის უნივერსიტეტს მივიღებთ,“ - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა განათლების, მეცნიერებისა და კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner