logo_geo
eng_logo
ჰოსპიტალი „მედცენტრი“ საშუალებას იძლევა, პაციენტს ჩაუტარდეს მაღალეფექტური კონსერვატორული და ოპერაციული მკურნალობა
- +

22 ივნისი. 2018. 16:16

 

 

ჰოსპიტალ „მედცენტრში“ - უროლოგიის დეპარტამენტი აღჭურვილია ულტრათანამედროვე აპარატურით, რაც საშუალებას იძლევა, პაციენტს ჩაუტარდეს მაღალეფექტური კონსერვატორული და ოპერაციული მკურნალობა.

 

უროლოგიურ დეპარტამენტში ხელმისაწვდომია:

კონსერვატიული მომსახურება

▶ საშარდე გზების ინფექციები

▶ ანთებითი დაავადებები (როგორიცაა პროსტატიტი, ცისტიტი, ურეთრიტი და ა.შ)

▶ შარდის ურგენტული შეუკავებლობა

 

ოპერაციული მომსახურება

▶ მცირეინვაზიური ლაპარასკოპიული მკურნალობა ონკოუროლოგიური დაავადებების დროს

▶ შარდკენჭოვანი დაავადებების მკურნალობა ლაზერით

▶ ღია ქირურგიული მეთოდით მკურნალობა

▶ მასშტაბური ონკოლოგიური ოპერაციები შარდის ბუშტის, პროსტატისა და თირკმლის კიბოს გამო;

▶ პროსტატის კიბოს შორსწასული ფორმების ქირურგიული მკურნალობა (რადიკალური პროსტატექტომია გაფართოებული ლიმფადენომექტომიით);

▶ ხელოვნური შარდის ბუშტის შექმნა;

▶ პროსტატის ოპერაციები ნერვშემნახველი მეთოდით (პოტენციისა და შარდის შეკავების უნარის შენარჩუნებით);

▶ ლაპარასკოპიული ოპერაციები საშარდე ორგანოებზე და პროსტატაზე;

▶ მინიმალურ-ინვაზიური (ენდოსკოპიური) უროლოგიური ოპერაციები: პროსტატის ტრანსურეთრული რეზექცია TURP, პროსტატის ტრანსურეთრული ვაპორიზაცია TUVP,ურეთერორენოსკოპია URS, ნეფროსკოპია პერკუტანული ნეფროლითოლაპაქსია PNL;

 

▶ ლაპარასკოპიული ნეფრექტომია თირკმლის კიბოს დროს;

▶ ორგანოს შემანარჩუნებელი ქირურგიული მკურნალობა თირკმლის კიბოს დროს;

▶ ქალებში შარდის შეუკავებლობის მინიმალურ-ინვაზიური ქირურგიული მკურნალობა (TVT, TVT-O, ლაპარასკოპიული სარკოპექსია);

▶ შარდოვანი ფისტულების კორექცია.

 

 

მაღალტექნოლოგიური ჰოსპიტალ „მედცენტრის“ უროლოგიური მიმართულების ხელმძღვანელი, ევროპის და საქართველოს უროლოგთა ასოციაციის წევრი, ონკო-უროლოგი - როსტომ ხალვაში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner