logo_geo
eng_logo
24 ივნისს, „გარბენი-თბილისთან“ დაკავშირებით, ღამის 03:00 საათიდან 14:00 საათამდე, ცენტრალურ ქუჩებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება
- +

23 ივნისი. 2018. 18:10

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მიმდინარე წლის 24 ივნისს, „გარბენი-თბილისთან“ დაკავშირებით, ღამის 03:00 საათიდან 14:00 საათამდე, დედაქალაქის ცენტრალურ ქუჩებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება.

 

„შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 24 ივნისს, „გარბენი-თბილისთან“ დაკავშირებით, ღამის 03:00 საათიდან 14:00 საათამდე, დედაქალაქის ცენტრალურ ქუჩებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება, მარათონის მიმდინარეობისას კი ეტაპობრივად აიკრძალება.

 

აღნიშნული ღონისძიების საორგანიზაციო და სცენის მოწყობის სამუშაოების გამო, 24 ივნისს ღამის 03:00 საათიდან სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდება რუსთაველის გამზირზე.

24 ივნისს, დილის 09:00 საათიდან მოძრაობა აიკრძალება ილია ჭავჭავაძის გამზირზე, პეტრე მელიქიშვილის, მერაბ კოსტავას და შოთა რუსთაველის გამზირებზე. ასევე, ავტომობილთა გადაადგილება ეტაპობრივად შეიზღუდება აღნიშნულ გამზირებთან დამაკავშირებელ ქუჩებზე.

მარათონის მიმდინარეობის დროს მძღოლები საპატრულო პოლიციის ეკიპაჟების მითითებით ალტერნატიული მარშრუტებით იმოძრავებენ.

 

მარათონის დასრულების შემდეგ ავტოტრანსპორტის მოძრაობა სრულად აღდგება“, - ნათქვამია სამინისტროს გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner