logo_geo
eng_logo
Facebook გვერდების ადმინისტრატორთა ავტორიზაციის პროცედურა მკაცრდება
- +

11 აგვისტო. 2018. 01:26

 

ამიერიდან იმ Facebook გვერდების ადმინისტრატორები, რომლებიც დიდი აუდიტორიის მქონე გვერდებს მართავენ ვინაობის დასადასტურებლად დამატებითი ნაბიჯების გადადგმა მოუწევთ. ინფორმაციას სოციალური ქსელის ვებგვერდზე ვრცელდება. ამის შესახებ The Verge-ი წერს.

 

სიახლის თანახმად, თუ მენეჯერებს სურთ, რომ გვერდის მართვა განაგრძონ და სოცქსელში სიახლეები გამოაქვეყნონ, ამისთვის ავტორიზაციის პროცესი უნდა გაიარონ. საუბარია ორმაგ ავტორიზაციაზე. სისტემა ადმინს პარალელურად იმ ქვეყნის დადასტურებას მოსთხოვს, საიდანაც გვერდი იმ კონკრეტულ მომენტში იმართება. წინააღმდეგ შემთხვევაში გვერდის მმართველი მასზე დაკისრებულ მოვალეობას ვერ განახორციელებს.

 

იმ შემთხვევაში თუ Facebook-ი საჭიროდ ჩათვლის, რომ გვერდი ახალ სტანდარტებზე გადასვლას საჭიროებს მისი ადმინი შეტყობინებას მიიღებს.

 

ავტორიზაციის დროს დადასტურებული ინფორმაცია გვერდის დამატებით სექციაში გამოჩნდება, რომელიც უახლოეს მომავალში People Who Manage This Page-ის სახელით იქნება ცნობილი.

 

Facebook-ს ჯერ არ დაუკონკრეტებია გვერდების აუდიტორიის ზუსტი ოდენობა, რომელზეც სიახლე გავრცელდება.

 

ავტორიზაციის განახლებული პროცედურა პირველ ეტაპზე იმ გვერდებზე გავრცელდება, რომელთაც აშშ-დან დიდი აუდიტორია ჰყავთ. არ არის გამორიცხული ამ ფუნქციით მალე სხვა გვერდებმაც ისარგებლონ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner