logo_geo
eng_logo
უნივერსიტეტების ტერიტორიაზე სიგარეტის მოწევა ნებადართული გახდება
- +

19 სექტემბერი. 2018. 03:40

 

 

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ეზოებში სიგარეტის მოწევა ნებადართული გახდება. შესაბამის კანონპროექტს პარლამენტში უკვე განიხილავენ. მისი ავტორი ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძეა.

 

დეპუტატის თქმით, გარდა უნივერსიტეტებისა შეზღუდვები მოიხსნება პროფესიული, სამედიცინო და ფარმაცევტული დაწესებულებების საკუთრებაში არსებულ ტერიტორიებზე. კანონპროექტის მიხედვით, ცვლილება თამბაქოს მოხმარების სრულ თავისუფლებას არ გულისხმობს. ამ დაწესებულებების ტერიტორიაზე თამბაქოს მოწევა დასაშვები იქნება დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ სპეციალურად განსაზღვრულ ადგილებში. ასეთი ადგილების რაოდენობა დაწესებულების ტერიტორიაზე არ უნდა აღემატებოდეს 3-ს, ხოლო თითოეული ადგილის ფართობი არ უნდა იყოს 20 კვადრატულ მეტრზე მეტი.

 

გარდა ამისა, წარმოდგენილი ცვლილების თანახმად, თანახმად თამბაქოს მოწევა დასაშვებია პროფესიული თეატრის მუდმივი სარგებლობისათვის განკუთვნილ შენობა-ნაგებობაში მხოლოდ მსახიობის ან/და შემსრულებლის მიერ სპექტაკლის ან/და თეატრალური წარმოდგენის მიმდინარეობის დროს, რეჟისორის შემოქმედებითი ჩანაფიქრის განხორციელების მიზნით. ამასთანავე, სპექტაკლის ან/და თეატრალური წარმოდგენის დაწყების წინ მაყურებელს უნდა მიეწოდოს ინფორმაცია თამბაქოს ნაწარმის მავნე ზემოქმედების შესახებ.

 

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა დღეს გამართულ სხდომაზე მხარი დაუჭირა ცვლილებებს, რომლის საფუძველზეც თამბაქოს მოხმარების კუთხით დაწესებული შეზღუდვები, აკრძალვები და სანქციები გარკვეულწილად მსუბუქდება.

 

ამ მიმართულებით თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონსა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების პროექტი კომიტეტის წევრებს აკაკი ზოიძემ გააცნო.

 

დეპუტატ აკაკი ზოიძის განმარტებით, თამბაქოსთან დაკავშირებით მიღებულმა აკრძალვებმა და რეგულაციებმა პრაქტიკაში, აღსრულების კუთხით გარკვეული ხარვეზები გამოავლინა, რამაც კანონებში ცვლილებების შეტანის საჭიროება წარმოშვა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner