logo_geo
eng_logo
დედაქალაქის ისტორიულ ქუჩებში რიგით მე-7 თბილისიმარათონი გაიმართება
- +

19 სექტემბერი. 2018. 22:00

 

 

2018 წლის 20 სექტემბერს, 12:00 საათზე, სასტუმრო „ჰოლიდეი ინნ“-ში თბილისი მარათონის პრესკონფერენცია გაიმართება.

 

პრესკონფერენციას დაესწრებიან გერმანიის ელჩი საქართველოში მისი აღმატებულება ბატონი ჰუბერტ კნირში, ქალაქ თბილისის მერიის კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსი სოფიო ხუნწარია, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, სპორტის განვითარების დეპარტამენტის უფროსი ირაკლი დოლაბერიძე, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ.თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე ლაშა ჯოხაძე, „ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯიას“ გენერალური დირექტორი მიხაელ ჰამპელი, თბილისიმარათონის სპორტული დირექტორი - ეროვნული ფედერაცია „სპორტი ყველასთვის“ პრეზიდენტი მაია აზარაშვილი,  თბილისიმარათონის გარბენის დირექტორი პიტერ გოთვალდი.

 

პრესკონფერენციაზე თბილისიმარათონის საორგანიზაციო ჯგუფი მედიასაშუალებების წარმომადგენლებს და სპონსორებს დაგეგმილი ღონისძიების განრიგს, წლევანდელ ბენეფიციარს და მარათონთან დაკავშირებულ სხვა საინტერესო დეტალებს გააცნობს.

 

რიგით მე-7 თბილისიმარათონი, კომპანია ჰაიდელბერგცემენტის ორგანიზებით, 2018 წლის 30 სექტემბერს, თბილისის ცენტრალურ ქუჩებში გაიმართება და სტარტს რუსთაველის გამზირზე, პირველ კლასიკურ გიმნაზიასთან აიღებს. თბილისიმარათონის მარშრუტი კვლავაც ქალაქ თბილისის ცენტრალურ უბნებს მოიცავს - სპეციალურად ღონისძიებისთვის გადაიკეტება ქალაქის ისტორიული ქუჩები.

 

თბილისიმარათონის რეგისტრაციიდან შემოსულ თანხას კომპანია ჰაიდელბერგცემენტი ტრადიციისამებრ გააორმაგებს და წლევანდელ ბენეფიციარს, „პირველი ნაბიჯი - First step-ს“, გადასცემს. შესაბამისად, თბილისიმარათონის თითოეული მონაწილეც ქველმოქმედი ხდება!

 

„პირველი ნაბიჯი“ მრავალპროფილიანი ორგანიზაციაა, რომელიც უკვე 20 წელზე მეტია წარმატებით მუშაობს განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებთან.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner