logo_geo
eng_logo
გოდერძი ჩოხელის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება
- +

11 ოქტომბერი. 2018. 03:06

 

 

6 ოქტომბერს, დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარი დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი გუდამაყარში გოდერძი ჩოხელისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო. გამოჩენილი ქართველი მწერლის, სცენარისტის, კინორეჟისორის, არაერთი პრიზისა და ჯილდოს მფლობელის დაბადების დღისადმი მიძღვნილი სახალხო დღეობა მის მშობლიურ სოფელში, ჩოხში აღინიშნა. ღონისძიება მთის ტრადიციული რიტუალით - დოღით დაიწყო და გაგრძელდა კონცერტით, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ადგილობრივმა და მოწვეულმა ანსამბლებმა. ღონისძიების ფარგლებში ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებმა ისაუბრეს გოდერძი ჩოხელის შემოქმედებაზე, მოეწყო მწერლის ცხოვრებისა და შემოქმედების ამსახველი ფოტოგამოფენა. სოფელ ჩოხში შეკრებილ საზოგადოებას შესაძლებლობა ჰქონდა დაეგემოვნებინა ადგილობრივი ტრადიციული კერძები. ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდა მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი შალვა კერესელიძე.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner