logo_geo
eng_logo
„ქართუ ბანკის“ კომერციული დირექტორის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილისთვის მილიონიანი სესხის მიცემასთან „პოლიტიკა არაფერ შუაშია“
- +

11 ოქტომბერი. 2018. 10:25

 

 

„ქართუ ბანკის“ კომერციული დირექტორის, ზურაბ გოგუას განცხადებით, მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილისთვის მილიონი ლარის ოდენობის სესხის მიცემასთან „პოლიტიკა არაფერ შუაშია“.

 

როგორც გოგუამ „რუსთავი 2“-ს განუცხადა, სალომე ზურაბიშვილმა ყველა ძირითადი პარამეტრი დააკმაყოფილა, რაც გააჩნია ბანკს ნებისმიერ მსესხებელთან მიმართებაში.

 

„საკრედიტო პოლიტიკით გვაქვს განსაზღვრული, რომელ მსესხებელს რა პირობებით ვაფინანსებთ და ეს რა თქმა უნდა, საბაზრო პირობებსაც შეესაბამება და საკრედიტო პოლიტიკასაც. სალომე ზურაბიშვილმა დააკმაყოფილა ყველა ძირითადი პარამეტრი, რაც გააჩნია ბანკს ნებისმიერ მსესხებელთან მიმართებაში. პოლიტიკა არაფერ შუაშია.

 

ეს არ არის ტიპიური სამომხმარებლო სესხი“, - აღნიშნა „ქართუ ბანკის“ კომერციულმა დირექტორმა.

 

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული დეკლარაციის მიხედვით, სალომე ზურაბიშვილმა ბანკ „ქართუდან“ მილიონი ლარის ოდენობის კრედიტი აიღო.

 

„საარჩევნო კოდექსის“ მიხედვით, კანდიდატს, რომელიც არჩევნებში ხმათა 10%-ზე მეტს დააგროვებს, კამპანიაზე გაწეული ხარჯების დასაფინანსებლად ბიუჯეტიდან 1 მილიონი ლარის მოთხოვნის უფლება აქვს.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner