logo_geo
eng_logo
დარახველიძე: აფთიაქები „ტამიფლუს“ მარაგით დღეს შეივსება
- +

12 იანვარი. 2019. 13:29

13000 კოლოფი „ტამიფლუ“ მოქალაქეებისთვის დღის მეორე ნახევარში იქნება ხელმისაწვდომი, ამის შესახებ ჯანდაცვის დეპარტამენტის უფროსმა, მარინა დარახველიძემ განაცხადა, მისი თქმით, ამჟამად განბაჟების პროცედურა მიმდინარეობს.

 

„ტამიფლუს“ მორიგ მარაგს ჩვენ დღის მეორე ნახევარში ველოდებით. ლოჯისტიკური სქემები დალაგებულია, ჩვენ გვქონდა მოლაპარაკებები როგორც ფარმაცევტულ ქსელებთან, ასევე დამატებით თბილისში 24/7 რეჟიმში მომუშავე სამედიცინო დაწესებულებებთან. მარაგებს შეივსებს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ყველა ცენტრი საქართველოს მასშტაბით. სააფთიაქო დაწესებულებები შეირჩა გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის პრინციპით, 5 ქსელია შერჩეული, ისე რომ არც ერთი რაიონი საქართველოში არც ერთი ლოკაცია არ დარჩება ისე, რომ იქ განთავსებულ აფთიაქებში, ერთში მაინც არ იყოს გარკვეული მარაგი განაწილებული“, - განაცხადა მარინა დარახველიძემ.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დღეიდან გადაუდებელი ამბულატორული მომსახურება ყველასთვის უფასო ხდება. დღეიდანვე ანტივირუსული მედიკამენტი „ტამიფლუ“ საქართველოს ყველა მოქალაქეზე უფასოდ გაიცემა. პრეპარატ „ტამიფლუს“ მოსახლეობისთვის სახელმწიფო სუბსიდირებით გაცემაზე გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობამ გუშინ მიიღო.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner
×