logo_geo
eng_logo
მოქალაქეები 22 მილიონ ლარამდე ოდენობის დარიცხული ადმინისტრაციული სახდელისგან თავისუფლდებიან
- +

18 იანვარი. 2019. 22:54

 

„მოქალაქეები 22 მილიონ ლარამდე ოდენობის დარიცხული ადმინისტრაციული სახდელისგან თავისუფლდებიან“, – შესაბამისი განკარგულება მთავრობამ დღევანდელ სხდომაზე დაამტკიცა.

 

როგორც პრემიერ-მინისტრმა ბრიფინგზე განაცხადა, ფულადი სახის ადმინისტრაციული სახდელისგან თავისუფლდებიან თავისუფლდებიან ის პირები, რომლებმაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევა 2019 წლის 15 იანვრამდე ჩაიდინეს.

 

„კანონი მოქალაქეებს, სახდელთან ერთად, მასზე დარიცხულ საურავებსაც ჩამოაწერს. ჩვენი მიზანია, ფინანსური ტვირთისგან გათავისუფლდნენ და გარკვეული შვება მიეცეთ სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს, პენსიონერებს, ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანებს, შშმ პირებს, მარტოხელა მშობლებსა და მათ ოჯახებს, რომლებსაც ჯარიმისა და მისი გადაუხდელობის გამო დარიცხული საურავები მძიმე ტვირთად აწევთ. მთლიანობაში, საუბარია ჩვენი მოქალაქეების 22 მილიონ ლარამდე ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლებაზე”, – აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×