logo_geo
eng_logo
მართლწესრიგის ოფიცრების ინიციატივით N61 სკოლაში დასუფთავების აქცია განხორციელდა
- +

17 თებერვალი. 2019. 13:36

 

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილსის პოლიციის დეპარტამენტის მართლწესრიგის ოფიცრების ინიციატივით განხორციელდა დასუფთავების აქცია, - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

 

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მართლწესრიგის ოფიცრებმა თბილისში, დოლიძის ქუჩაზე, N61 საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორია მანდატურებთან, სკოლის ადმინისტრაციასთან, მოსწავლეებსა და მათ მშობლებთან ერთად დაასუფთავეს.

 

მართლწესრიგის ოფიცრებმა უსაფრთხოებისა და დანაშაულის პრევენციის შესახებ მოსწავლეთა მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხეს და მოზარდებს მართლწესრიგსა და სამოქალაქო პასუხისმგებლობაზე ესაუბრნენ.

 

მსგავსი სახის საზოგადოებრივი ღონისძიებები მომავალშიც გაგრძელდება.

 

მართლწესრიგის ოფიცერი საზოგადოებაზე ორიენტირებული საპოლიციო საქმიანობის მოდელია, რომელიც მსოფლიოში დანაშაულის პრევენციის აპრობირებული ინსტრუმენტია. ოფიცრების შერჩევა მოხდა მოქმედი თანამშრომლებიდან, რომლებმაც რამდენიმეთვიანი ინტენსიური პროფესიული სწავლება გაიარეს“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×