logo_geo
eng_logo
„მედია აკადემიის“ სამდღიანი ვორკშოპი ჟურნალისტებისთვის - „სოციალური კვლევისა და ამბის თხრობის მეთოდები ციფრულ ეპოქაში“
- +

20 მარტი. 2019. 18:39

 

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის „მედია აკადემიამ“ ჩაატარა სამდღიანი ვორკშოპი სახელწოდებით: „5W & H ციფრულ ეპოქაში და სოციალური კვლევის მეთოდები“.

 

ტრენინგი, რომელშიც 13 ჟურნალისტი მონაწილეობდა, თეორიული ნაწილის გარდა, სამუშაოებსაც მოიცავდა. გამოცდილ ტრენერებთან, ჟურნალისტ მარინა ვაშაყმაძესა და სოციოლოგ იაგო კაჭკაჭიშვილთან ერთად, ვორკშოპის მონაწილეებმა იმუშავეს თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით და შეიძინეს შესაბამისი ცოდნა.

 

ვორკშოპის პირველი ნაწილი დაეთმო სოციალური კვლევის პრინციპების განხილვას, მედიის სფეროში ამ პრინციპების გამოყენების სპეციფიკას, მეორე ნაწილი კი - ამბის თხრობის მეთოდებს ციფრულ ეპოქაში, ურთიერთმიმართებას ტრადიციულ ჟურნალისტიკასა და ახალ - მულტიმედიურ შესაძლებლობებს შორის.

 

სასწავლო პროცესის ფარგლებში ჟურნალისტებმა მიიღეს ამომწურავი პასუხები მნიშვნელოვან კითხვებზე:

 

  • როგორ შეიცვალა ამბის თხრობის მეთოდები ციფრულ ეპოქაში;
  • რით განსხვავდება ტრადიციული ჟურნალისტიკა მულტიმედიური თხრობისგან;
  • როგორ იქცა რიგითი მოქალაქე ჟურნალისტის კონკურენტად;
  • როგორ უნდა მოხდეს ჟურნალისტების მიერ სოციოლოგიური კვლევის შედეგების „წაკითხვა“ და გაშუქება;
  • რას ნიშნავს გამოკითხვის დროს შემთხვევითი შერჩევა, შერჩევის ცდომილება და ღია/დახურული შეკითხვები.

მედიაგამოწვევები იცვლება და ვითარდება, ინერგება ტექნოლოგიური სიახლეები, მედიის წარმომადგენლებისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია დამატებითი ცოდნის მიღება და ცვლილებებისთვის ფეხის აწყობა. ამ მიზნებიდან გამომდინარე, „მედია აკადემიამ“ 13 მედიაორგანიზაციის ჟურნალისტებს საშუალება მისცა, გაეღრმავებინათ მათი საქმიანობისთვის აუცილებელი ცოდნა. „მედია აკადემიის“ დაფუძნების მთავარი მიზანი ხომ სწორედ მედიის სფეროს მუშაკთა ხელშეწყობა და მათი კვალიფიკაციის ამაღლებაზე ზრუნვაა.

 

ვორკშოპში მონაწილეობა მიიღეს როგორც ცენტრალური, ისე რეგიონალური მედიის წარმომადგენლებმა.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×