logo_geo
eng_logo
საერთაშორისო ახალგაზრდული კინოფესტივალი "თაობის“ დახურვის ცერემონია ხვალ გაიმართება
- +

15 აპრილი. 2019. 02:27

 

 

15 აპრილს, 17:00 საათზე მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში თეატრალურ დარბაზში საერთაშორისო ახალგაზრდული კინოფესტივალის ,,თაობა"დახურვის ცერემონია გაიმართება. ცერემონიაზე გამოვლინდება ორი გამარჯვებული საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი და სრულმეტრაჟიანი ფილმების კატეგორიაში.

 

19:30 საათზე, ფესტივალის საზეიმო დახურვის ცერემონია საქართველოს ეროვნული მუზეუმის ეზოში გაიმართება, ღონისძიებას დიპლომატიური კორპუსი, ქ. თბილისის მერიის წარმომადგენლები, თბილისის საკრებულოს წევრები, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლები დაესწრებიან.

 

ფესტივალი 11 აპრილიდან 15 აპრილის ჩათვლით ჩატარდა და მონაწილეებს შვიდი ქვეყნიდან უმასპინძლა. ხუთი დღის განმავლობაში გარდა კინოჩვენებებისა, გაიმართა დისკუსიები, ცნობილ რეჟისორებსა და მსახიობებთან შეხვედრები, ლექციები, სემინარები, ასევე მოკლემეტრაჟიანი და სრულმეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო კონკურსი "თაობა" ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით, გოეთეს ინსტიტუტის, ფრანგული ინსტიტუტისა და საქართველოს ეროვნული მუზეუმის მხარდაჭერით ტარდება.

 

ფესტივალის მოდელი მორგებულია საუკეთესო უცხოურ გამოცდილებაზე, რაც კინოხელოვნების საშუალებით ახალგაზრდების კომუნიკაციის, კრიტიკული, ანალიტიკური და შემოქმედებითი აზროვნების დონის განვითარებას, მასტერკლასების და ლექციების საშუალებით ნიჭიერი ახალგაზრდების აღმოჩენა და მათ უცხოურ კინოფესტივალებში მონაწილეობის ხელშეწყობას გულისხმობს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×