logo_geo
eng_logo
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების თემაზე კონფერენცია გაიმართა
- +

15 მაისი. 2019. 16:47

 

გენერალურ პროკურატურაში, ევროკავშირის მხარდაჭერით, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების თემაზე კონფერენცია გაიმართა. შეხვედრა საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილე გიორგი გაბიტაშვილმა გახსნა და მას იუსტიციის, შინაგან საქმეთა, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროების, საქართველოში გაერო-ს ბავშვთა ფონდის, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების, ასევე, სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

კონფერენციაზე გენერალური პროკურატურის წარმომადგენლებმა მონაწილეებს გააცნეს ინფორმაცია არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სფეროში არსებული მიღწევებისა და გამოწვევების შესახებ. ასევე, განიხილეს ანგარიში კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა მიმართ განხორციელებული სისხლის სამართლის პოლიტიკის შესახებ, განრიდებულ არასრულწლოვანთა მახასიათებლების ზოგადი კვლევა და განრიდებულ არასრულწლოვანთა მიერ განმეორებით ჩადენილი დანაშაულის კვლევა.

 

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება საქართველოს პროკურატურის ერთ-ერთი პრიორიტეტია. 2016-2018 წლებში ამ მიმართულებით არაერთი ნაბიჯი გადაიდგა, რომელთა შედეგად ბოლო წლებში გაიზარდა არასრულწლოვანთა მიმართ დევნის ალტერნატიული მექანიზმის - განრიდების გამოყენების მაჩვენებელი, შემცირდა არასრულწლოვანთა დაკავების, მათ მიმართ პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შემთხვევები. აღსანიშნავია, რომ განრიდების მაჩვენებლის ზრდის პარალელურად, განრიდებულ არასრულწლოვანთა მიერ განმეორებითი დანაშაულის ჩადენის  მაჩვენებელი დაბალია, რაც პროგრამის ეფექტიანობაზე მიუთითებს. 

 

საქართველოს პროკურატურა განაგრძობს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სფეროში რეფორმირების პროცესს, სამართალწარმოების პროცესში არასრულწლოვანთა საუკეთესო ინტერესების დაცვის მიზნით.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner