logo_geo
eng_logo
ბადრი ჯაფარიძე: ყველა მხარის მხრიდან თანამშრომლობის მზადყოფნა, დამაიმედებელია
- +

21 მაისი. 2019. 14:05

 

 

„ეს იყო სამუშაო შეხვედრა. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ მუშაობა“, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „თიბისი ბანკის“ თანადამფუძნებელმა ბადრი ჯაფარიძემ ფინანსთა სამინისტროში, მთავრობას, ანაკლიის განვითარების კონსორციუმსა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს (EBRD, OPIC, ADB, AIIB) შორის გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა.

 

„ზოგადად, საკითხების უმეტესობაზე პოზიციებში ცოტა განსხვავებებია. ამიტომ ორი დღის განმავლობაში ჩვენ ვიმუშავებთ, რომ ყველა საკითხი ბოლომდე მივიყვანოთ. ყველა მონაწილე მხარის მხრიდან თანამშრომლობის სრული მზადყოფნაა. ეს ძალიან დამაიმედებელია და მე ვფიქრობ, რომ ამ ტემპით და ფინანსური ინსტიტუტებისგან მოზიდული რესურსებით, ამ ორი დღის განმავლობაში მნიშვნელოვან პროგრესს მივაღწევთ“, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

 

ცნობისთვის, სამმხრივი შეხვედრების განხილვის თემა საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების მიერ ანაკლიის განვითარების კონსორციუმისათვის დაყენებული 8 პუნქტიანი მოთხოვნების განხილვაა.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner