logo_geo
eng_logo
მარნეულის მერს ბრალს სავარაუდოდ, დღეს ოფიციალურად წაუყენებენ
- +

14 ივნისი. 2018. 12:33

 

დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ბრალდებით დაკავებულ მარნეულის მერს ადვოკატები დღეს მოინახულებენ. როგორც „ინტერპრესნიუსს“ თემურ აბაზოვის ადვოკატმა გაგი მოსიაშვილმა განუცხადა, ის პოზიციების შესაჯერებლად აბაზოვთან რუსთავის დროებითი მოთავსების იზოლატორში დღის პირველ ნახევარში შევა. ადვოკატი არ საუბრობს მარნეულის მერის პოზიციაზე, აღიარებს თუ არა ის იმ დანაშაულის ჩადენას, რასაც მას პროკურატურა ედავება. თემურ აბაზოვს სავარაუდოდ, დღესვე ბრალს ოფიციალურად წაუყენებენ.

 

მარნეულის მერი თემურ აბაზოვი გუშინ დააკავეს. მისი დაკავება მარნეულის მკვიდრის მიმართ არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ფაქტს უკავშირდება, რომელზეც საქართველოს პროკურატურა გამოძიებას აწარმოებს.

 

შეგახსენებთ, გუშინ სტუდია „მონიტორმა“ ვიდეომასალა გამოაქვეყნა, სადაც მამაკაცი, რომელიც პარლამენტთან აქციაზე ბიძინა ივანიშვილს და მარნეულის მერს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის მსხვერპლი გახდა.

 

როგორც სტუდია „მონიტორის“ სიუჟეტშია ნათქვამი, სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამ პიროვნებაზე ზეწოლა პარტია „ქართული ოცნების“ ადგილობრივმა წარმომადგენლებმა და მარნეულის მერმა განახორციელეს.

 

პროკურატურამ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე მარნეულის მერი დააკავა, ხოლო ცემის ფაქტზე სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო საქართველოს პარლამენტის წევრის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ აზერ სულეიმანოვის და კიდევ 2 პირის მიმართ.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner