logo_geo
eng_logo
სუს-მა ყალბი დოკუმენტის დამზადება-გასაღების ფაქტზე თურქეთის ორი მოქალაქე დააკავა
- +

12 ოქტომბერი. 2018. 10:18

 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თაღლითობის მცდელობისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადების და გასაღების ფაქტებზე თურქეთის რესპუბლიკის ორი მოქალაქე:  თალჰა ო. და ჰუსეინ ჩ. დააკავეს.

 

„გამოძიებამ დაადგინა, რომ აღნიშნულმა პირებმა სპეციალური ტექნიკური საშუალებების გამოყენებით, შემდგომი გასაღების მიზნით, დაამზადეს საქართველოს ბინადრობისა და მართვის ყალბი მოწმობა და თურქეთის მოქალაქეს 1600 აშშ დოლარად მიჰყიდეს.

 

გამოძიება თაღლითობის მცდელობისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადების და გასაღების ფაქტებზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 19-180-ე მუხლის II ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და 362-ე მუხლის I ნაწილით, რაც სასჯელის სახით 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).

 

გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო“, - ნათქვამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×