logo_geo
eng_logo
ნათია მეზვრიშვილი: საგანგებო სიტუაციების სამსახურის შსს-ში დაბრუნების მიზანი შემთხვევების ეფექტური მართვაა
- +

8 ნოემბერი. 2018. 17:59

 

 

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა ჟურნალისტებთან  საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაბრუნებაზე კომენტირებისას ხაზი გაუსვა, რომ ცვლილება მცირე მთავრობის კონცეფციის ფარგლებში ხორციელდება.

 

„საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ბრუნდება შინაგან საქმეთა სამინისტროს შემადგენლობაში საქვეუწყებო დაწესებულების სახით. ცვლილების მიზანია, საგანგებო სიტუაციების მართვა მოხდეს უფრო ეფექტურად. შინაგან საქმეთა სამინისტროს აქვს შესაბამისი ტექნიკური ბაზა, რომლის გამოყენებაც, მათ შორის საგანგებო სიტუაციების დროს ხდებოდა. კანონპროექტი პროცესების უფრო ეფექტიანად წარმართვასა და ბიუროკრატიის მინიმუმამდე დაყვანას ემსახურება“, - განაცხადა მეზვრიშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×