logo_geo
eng_logo
პოლიციამ აჭარაში ნარკორეალიზატორი დააკავა და განსაკუთრებით დიდი ნარკოტიკი ამოიღო
- +

10 ნოემბერი. 2018. 10:37

 

„შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების ბრალდებით, ირანის მოქალაქე, 1992 წელს დაბადებული ა.ბ. ბათუმში დააკავეს. ჩადენილი დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

 

„სამართალდამცველებმა, საგამოძიებო ღონისძიებების ფარგლებში ჩატარებული საკონტროლო შესყიდვების დროს, ა.ბ.-სგან ამოიღეს ნარკოტიკული ნივთიერება „მეტამფეტამინის“ შემცველი 3 აბი, „მდმა“-ს შემცველი 9 აბი და 2 გრამამდე, სავარაუდოდ,  ნარკოტიკული საშუალება, რომელზეც დანიშნულია ექსპერტიზა. პოლიციამ, დაკავებულის დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, 90 აბი სხვადასხვა ნარკოტიკული საშუალება  და თანხა ნივთმტკიცების სახით ამოიღო. გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღების ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×