logo_geo
eng_logo
ნინო ლომჯარია შსს-ში გამოკითხვაზე დაიბარეს
- +

12 ნოემბერი. 2018. 14:45

 

 

„სოციალურ ქსელ facebook-ში გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია დაბარებულია შინაგან საქმეთა სამინისტროში“, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შს სამინისტროში განუცხადეს. ამ დროისთვის კონკრეტულად უცნობია, თუ რა დროს მივა სახალხო დამცველი შსს-ში. ამასთან, როგორც სამინისტროში აცხადებენ, ლომჯარიასთან გასაუბრების შემდეგ მიღებული იქნება გადაწყვეტილება გამოძიების დაწყებასთან დაკავშირებით.

 

„რამდენიმე თვის წინ პირადად გავხდი სწორედ ასეთი შეტევის ობიექტი, მემუქრებოდნენ შუბლის გახვრეტით, სნაიპერის ტყვიით, მიხსენიებდნენ უცენზურო სიტყვებით“, - ამის შესახებ განცხადებას სოციალურ ქსელ facebook-ში სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ავრცელებს.

 

ლომჯარია მუქარის შემცველ კონკრეტულ წერილებსაც ასაჯაროვებს. მისი თქმით, ეს არის დანაშაული და მსგავსი შინაარსის შეტყობინებებზე რეაგირება არის სახელმწიფოს, სამართალდამცავი ორგანოების პასუხისმგებლობა და არა სამოქალაქო სექტორის, რომელიც თავად არის მსგავსი მუქარების სამიზნე.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner
×