logo_geo
eng_logo
ვენეციის კომისია: მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნა აუცილებელია სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობისთვის
- +

13 მარტი. 2019. 10:48

 

„მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნა, მკაფიო და გამჭვირვალე კრიტერიუმებსა და პროცედურებზე დაყრდნობით, აუცილებელია სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობისთვის“, - ნათქვამია ვენეციის კომისიის პრეზიდენტის, ჯანი ბუკიკიოს განცხადებაში, რომელიც ვენეციის კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

 

ჯანი ბუკიკიო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის პროცედურისა და კრიტერიუმების შემუშავებასთან დაკავშირებით, ქართულ მხარესთან თანამშრომლობის მზადყოფნას ადასტურებს. ვენეციის კომისიის პრეზიდენტი ხაზგასმით აღნიშნავს  მოსამართლეთა მკაფიო და გამჭვირვალე კრიტერიუმებსა და პროცედურაზე დაყრდნობით დანიშვნის მნიშვნელობას სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობისთვის.

 

„ვენეციის კომისია ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია, მოსამართლეთა სტატუსი არ დარჩეს განუსაზღვრელი ზედმეტად დიდი დროის განმავლობაში. მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნა, მკაფიო და გამჭვირვალე კრიტერიუმებსა და პროცედურებზე დაყრდნობით, აუცილებელია სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობისთვის“, - ნათქვამია ვენეციის კომისიის პრეზიდენტის განცხადებაში.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×