logo_geo
eng_logo
გიორგი გახარია: მამუკა ხაზარაძისთვის წერილი არ მიმიწერია, წერტილი!
- +

23 მარტი. 2019. 13:58

 

 

„მამუკა ხაზარაძისთვის წერილი არ მიმიწერია. წერტილი!“ - ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ „TV-პირველის“ ეთერში განაცხადა.

 

„დაველოდები, სადამდე შეიძლება მივიდეს გამოგონილი ისტორიების თემა და შემდგომ, რა თქმა უნდა, როგორც რიგითი მოქალაქე, ამ ყველაფერზე გავცემ პასუხს. მე მქონდა ამაზე ჩემი პირველი რეაქცია, აბსოლუტურად ღია და გარკვეულწილად ემოციური, რომლის გამეორება დღეს შემიძლია, თუმცა, თავს შევიკავებ. რა მოტივი ჰქონდა ხაზარაძეს, ეს მას უნდა ჰკითხოთ, ეს ჩემთვისაც გაუგებარია. მე მაქვს თმენის ვალდებულება და მე ამ ვალდებულებას განვახორციელებ ბოლომდე. მეორე - რა თქმა უნდა, მე ბევრად უფრო თავისუფალი ვიქნებოდი, რომ არ ვიყო იმ პოზიციაზე, რაზეც ვარ. მესამე - იყო განცხადებები, რომელიც ითქვა და შემდეგ გადაითქვა. დაველოდები, კიდევ რას იკადრებენ, მხარე რას იკადრებს, თუნდაც მამუკა ხაზარაძე. მე მამუკა ხაზარაძისთვის წერილი არ მიმიწერია და არც გამიგზავნია მამუკა ხაზარაძისთვის რაიმე წერილი. წერტილი! ამის შემდგომ ყველა სახის საუბრები გაგრძელდება იმ ლოგიკიდან გამომდინარე, რა ქმედებები, ნაბიჯები ან რა სახის ლოგიკით იქნება გაგრძელებული. მე ვამბობ აბსოლუტურად ერთმნიშვნელოვნად - მე მამუკა ხაზარაძისთვის წერილი არ მიმიწერა და არ გამიგზავნია. მე ამ ისტორიასთან შეხებაც არ მქონია“, - განაცხადა გახარიამ.

 

გახარიას თქმით, რომ არ ყოფილიყო „ფეიკ-წერილი“, გიორგი გახარიას სახელი „ამ თემაში არ იქნებოდა“.

 

„მე ამას „ფეიკ-წერილს“ ვეძახი, ეს წერილი რომ არ ყოფილიყო და მისი ავტორობა ვიღაცას ჩემთვის არ დაებრალებინა, გიორგი გახარია ამ თემაში საერთოდ არ იქნებოდა. ამის შემდეგ გავხდი იძულებული, რომ რაღაცაში უბრალოდ ჩამეხედა.

 

ერთმნიშვნელოვნად, ამ წერილით აქცენტების გადატანა მოხდა შინაარსობრივი განხილვიდან „ფეიკ-ნიუსზე“, ეს მიზანი მიღწეულია. ვიჯექით პარლამენტში, ვმსჯელობდით ქვეყნისთვის მნიშვნელოვან პროექტზე და უცებ ჩნდება „ფეიკ-წერილი“ და აქცენტები გადადის სხვა რამეზე. რა იყო იმ დღის მთავარი თემა? - იმ დღის მთავარი თემა იყო ერთ-ერთი მსხვილი ბიზნეს ჯგუფი, მისი გარკვეული პოზიციები და პარლამენტში ამ პოზიციების დაცვა. უცებ ჩნდება „ფეიკ-წერილი“, მედიაზე ზეწოლა, შემდგომ მისი ავტორი და დღის მთავარი თემა ეს ხდება. გათავდა, ეს იყო მიზანი“, - განაცხადა გახარიამ.

 

შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, როგორც კი დაიწყებს პროკურატურა გამოძიებას ის იქნება პირველი ვინც აღნიშნულ საკითხზე ჩვენებას მისცემს.

 

„ამ წერილის ისტორიას დაესმება წერტილი. რა თქმა უნდა, როგორც კი შემადგენლობა იქნება, პროკურატურა დაიწყებს გამოძიებას. გახარია იქნება პირველი, ვინც ამ გამოძიებაზე მივა, დაკითხვაზე დაჯდება და ჩვენებას მისცემს. რას ელოდება პროკურატურა ეს პროკურორს ჰკითხეთ. მე როგორც ვიცი, შემადგენლობა არ აქვთ. ადამიანი ამბობს, რომ მაქვს წერილი, ეს წერილი გავაგზავნე სადღაც და შუამავალი ვინ იყო, არ ვიტყვი. იცით, რამდენი ჩვენების მიცემა შემიძლია ასე? - მათ შორის თქვენს წინააღმდეგაც“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×