logo_geo
eng_logo
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ჯელალ ქიქავა ბათუმის საქალაქო სასამართლომ 1000 ლარით დააჯარიმა
- +

22 აპრილი. 2019. 17:54

 

 

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ჯელალ ქიქავა ბათუმის საქალაქო სასამართლომ 1000 ლარით დააჯარიმა. მოსამართლე ჯუმბერ თავართქილაძემ იგი ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევასა და დაცვის პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ნაწილში.

 

ადმინისტრაციული სამართალწარმოება ჯელალ ქიქავას წინააღმდეგ დღეს ბათუმის მერიის დაცვის თანამშრომლის შეტყობინების საფუძველზე დაიწყო, რომელმაც სამართალდამცველებს აცნობა, რომ ჯელალ ქიქავამ მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

 

ქიქავა პროტესტის ნიშნად რამდენიმე დღეა მერის კაბინეტის შესასვლელთან ზის. დაპირისპირება მერიის შენობაში მოხდა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×