logo_geo
eng_logo
პოლიციამ თბილისში დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე 2 პირი დააკავა
- +

18 მაისი. 2019. 11:00

 

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე, უკრაინის რესპუბლიკის 2 მოქალაქე - 1994 წელს დაბადებული ე.მ. და 1989 წელს დაბადებული ა.ა. დააკავეს. დანაშაული 4-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

 

„გამოძიებით დადგინდა, რომ ე.მ.-მ თბილისში, ახვლედიანის ქუჩაზე მდებარე ვალუტის გადამცვლელ პუნქტში 2 ყალბი 500-ევროიანი კუპიურა გაასაღა. სამართალდამცველებმა ყალბი ფული ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.

 

პოლიციამ, ე.მ.-ის და მისი მეგობრის - ა.ა.-ის პირადი ჩხრეკისას, სარეალიზაციოდ გამზადებული 12 ყალბი 500-ევროიანი კუპიურა ამოიღო.

 

გამოძიება დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 212-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

 

right_banner
არქივი
right_banner