logo_geo
eng_logo
ქართველმა სპორტსმენმა პოლიციელებმა აშშ-დან 6 ოქროს და 8 ვერცხლის მედალი ჩამოიტანეს
- +

19 აგვისტო. 2017. 10:27



შს სამინისტროს თანამშრომლებმა აშშ-ში, „მსოფლიო პოლიციისა და სახანძრო სამსახურის სპორტული ოლიმპიადა 2017"-ზე, სპორტის სხვადასხვა სახეობაში 14 მედალი მოიპოვეს - 6 ოქროს და 8 ვერცხლის.


გამარჯვებულ სპორტსმენ პოლიციელებს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, დავით ვარდიაშვილი, შსს-ს სხვადასხვა დეპარტამენტის ხელმძღვანელები, სამინისტროს თანამშრომლები და ოჯახის წევრები თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დახვდნენ და წარმატება მიულოცეს.


კალიფორნიის შტატის ქალაქ ლოს-ანჯელესში, „მსოფლიო პოლიციისა და სახანძრო სამსახურის სპორტული ოლიმპიადა 2017"-ზე, საქართველოს შს სამინისტროს 12 თანამშრომელმა სპორტის 6 სახეობაში - ძიუდო, თავისუფალი ჭიდაობა, ძალოსნობა, კრივი და ცურვა - იასპარეზა.


ოქროსმედალოსნები: თავისუფალი სტილით ჭიდაობა - იოსებ ხუციშვილი, ლუკა კურტანიძე და ბელდუხ გავაშელიშვილი, ძალოსნობა - ლევან გილიგაშვილი და ვასილ მინდორაშვილი, ცურვა - გიორგი სამარღანიშვილი.


ვერცხლისმედალოსნები: ცურვა - გიორგი ბერძენიშვილი (4 ვერცხლის მედალი), კრივი - ედუარდ იმერლიშვილი, ძალოსნობა - კობა კობახიძე, ძიუდო - ნოდარ მჭედლიშვილი და ალექსი დავითაშვილი.


„მსოფლიო პოლიციისა და სახანძრო სამსახურის სპორტული ოლიმპიადა" აშშ-ში, კალიფორნიის შტატის ქალაქ ლოს-ანჯელესში 7-16 აგვისტოს მიმდინარეობდა. აღნიშნული საერთაშორისო სპორტული ღონისძიება ტრადიციულად ორ წელიწადში ერთხელ, სხვადასხვა ქვეყანაში იმართება. მასში მსოფლიოს 80 ქვეყნიდან ათასობით მოქმედი და ყოფილი პოლიციელი, ასევე, მეხანძრე-მაშველი სპორტის 70-მდე სახეობაში ასპარეზობს.



 

right_banner
არქივი
right_banner