logo_geo
eng_logo
ლუკა კურტანიძე მსოფლიოს ჩემპიონია
- +

14 ოქტომბერი. 2017. 19:43


ქართველი თავისუფალი სტილით მოჭიდავე, მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი, ევროპის ხუთგზის ჩემპიონი და ორგზის ოლიმპიური ბრინჯაოსმედალოსანი ლუკა კურტანიძე ბულგარეთის ქალაქ პლოვდივში მიმდინარე ვეტერან მოჭიდავეთა მსოფლიო ჩემპიონატის ტრიუმფატორია.


კურტანიძემ ირანელ სოჰრაბ როსტამ რაჰმატაბადი მინიმალური სხვაობით 2:1 დაამარცხა.


კურტანიძე ასპარეზობაში საკვალიფიკაციო ეტაპიდან ჩაერთო და ფინალამდე ზედიზედ სამ შეხვედრაში იმარჯვა. მან ჯერ რუმინელი ადრიან რეკორეანი 5:1 დაამარცხა, შემდეგ ამერიკელ ოქტავიუს ტრავონ ბელამის 7:0 აჯობა, ხოლო ნახევარფინალში მონღოლ ნარანბაატარ დავადორჯს 5:0 სძლია.


კურტანიძის მიერ მოპოვებული ოქროს მედალი თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებისათვის პირველია, ხოლო საქართველოსთვის რიგით მესამე.


 

Livestream
right_banner right_banner
არქივი
right_banner