logo_geo
eng_logo
პარამოფარიკავე ნინა თიბილაშვილი ევროპის ვიცეჩემპიონი გახდა
- +

21 სექტემბერი. 2018. 03:48

 

 

პარამოფარიკავე ნინა თიბილაშვილმა, იტალიაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე, რაპირით ფარიკაობაში ვერცხლის მედალი მოიპოვა. ამ გამარჯვებას სპორტსმენი Facebook-ის საკუთარ გვერდზე აზიარებს.

 

„წინა ევროპის ჩემპიონატზე საუკეთესო 16 კაცშიც არ მოვიაზრებოდი, დღეს ევროპის ჩემპიონატიდან ვერცხლის მედალი მოგვაქვს, რომ არა ჩემი ფანტასტიური გუნდი მე ეს ძალა არ მექნებოდა , ეს ჩვენი ერთობლივი გამარჯვებაა. ასევე მადლობა ჩემს ყველა გულშემატკივარს, თითოეული თქვენგანი ჩემთვის უდიდესი სტიმულია“. - წერს თიბილაშვილი.

 

გუშინ ევროპის ჩემპიონატზე მედალი კიდევ ერთმა ქართველმა პარამოფარიკავემ, ირმა ხეცურიანმა აიღო. ოს ბრინჯაოს მფლობელი გახდა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×