logo_geo
eng_logo
ქობულეთის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტები აქტიურად ხორციელდება
- +

7 ივნისი. 2019. 16:54

 

 

ქობულეთის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტები აქტიურად ხორციელდება. ამ ეტაპზე დასრულებული და მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ქობულეთის მერი მირიან ქათამაძე  აჭარის მთავრობის თავმჯდომარე  თორნიკე რიჟვაძესთან და საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელთან  ერთად გაეცნო.

 

დღეისათვის დასრულებულია სოფელ ხუცუბანში წლების განმავლობაში მოუგვარებელი გზის კეთილმოწყობა.  დაიგო  2,2 კმ ასფალტბეტონის საფარი. პროექტის ღირებულება 1 034 000 ლარს შეადგენს.

 

მიმდინარე წელს აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი, ქობულეთის მუნიციპალიტეტში, დაახლოებით 10 მილიონი ლარის სამუშაოებს განახორციელებს. დაგეგმილია 15 კმ სიგრძის ასფალტო-ბეტონის და  24 კმ   ბეტონის საფარის მოწყობა და 7 ახალი ხიდის მშენებლობა.

 

ინფრასტრუქტურული პროექტების  ფარგლებში სოფლის ცენტრების კეთილმოწყობისთვის ბიუჯეტიდან 395 645 ლარია გამოყოფილი. პროექტის მიხედვით გაკეთდება ორი ახალი მოსაცდელი, დეკორატიული ფილებით მოპირკეთდება ტროტუარები, მოეწყობა მწვანე ზოლი და შეიცვლება გარე განათების სისტემა. განახლდება რაგბის მოედანი.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×