logo_geo
eng_logo
ძლიერმა სეტყვამ ქედის მუნიციპალიტეტის ექვსი სოფელი დააზარალა
- +

15 ივნისი. 2020. 02:23

 

ქედის მუნიციპალიტეტის ექვს სოფელში ძლიერი სეტყვის შედეგად მოსავალი განადგურდა. როგორც საქართველოს პირველ არხს ქედის მერმა, ლევან გორგილაძემ განუცხადა, სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის დასათვლელად მუნიციპალიტეტში სპეციალური კომისია შეიქმნება.

 

„დღის განმავლობაში გარკვეულ სოფლებში სხვადასხვა ინტენსივობით იყო ძლიერი სეტყვა. ადამიანური მსხვერპლი და დაზიანება არ ყოფილა, განადგურდა მოსავალი. ხვალ დაიწყებს კომისია მუშაობას და დადგინდება, რა ზიანი არის მიყენებული სეტყვის შედეგად. წინასწარი მონაცემები არ გვაქვს, რადგან სხვადასხვა ინტენსივობის და ზომის სეტყვა იყო. ძირითადად იყო ოთხი სხვადასხვა თემის ექვს სოფელში“,- განაცხადა ქედის მუნიციპალიტეტის მერმა.

 

სტიქიის ამსახველი ფოტო-ვიდეო სოციალურ ქსელში გავრცელდა.

 

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner
არქივი
right_banner