logo_geo
eng_logo
რა მდგომარეობაა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში - ბოლო ინფორმაცია
- +

30 იანვარი. 2017. 18:49




ორდღიანი გადაუდებელი თოვის გამო ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში გადაადგილების პრობლემები შეიქმნა. თოვლის საფარმა რიგ სოფლებში 70 სანტიმეტრს მიაღწია. გზების გაწმენდითი სამუშაოები სოფლებში ამ დრომდე უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. მობილიზებულია 10 ერთეული ტექნიკა, რომელიც პრობლემურ ადგილებს თოვლის საფარისგან ასუფთავებს. ადგილზე იმყოფება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ ჭანუყვაძე და პროცესს პირადად აკონტროლებს.



რამდენიმე სოფელში თოვლის საფარმა მაღალი ძაბვის სადენები დააზიანა, შედეგად რამდენიმე სოფელს ელექტრომომარაგება შეუწყდა. ამ დროისთვის ელექტროენერგია არ მიეწოდება 4 სოფელს: მთისპირი, ასკანა, ვაკიჯვარი, შემოქმედი. „ენერგო-პრო ჯორჯიას" ოზურგეთის სერვისცენტრის ტექნიკური ჯგუფი აღდგენით სამუშაოებს ახორციელებს. მუნიციპალური ტექნიკა გზების წმენდას ეტაპობრივად ახორციელებს.



სოფლებში გზების წმენდა მიმდინარეობდა ღამის განმავლობაში, რომელიც დღეს დილიდან განახლდა. ტექნიკის ინტენსიური მუშაობის შედეგად  გადაადგილების პრობლემა სოფლების უმეტეს ნაწილში მოხსნილია. ცენტრალურ გზებზე გადაადგილების პრობლემა აღარ დგას, თუმცა პრობლემებია შიდა საუბნო გზებზე, რომელსაც ეტაპობრივად ვაგვარებთმალე გაიწმინდება ვაკიჯვარი-ფამფალეთის შიდა გზები. რამდენიმე სოფელს შეუწყდა ელექტრომომარაგება. აღდგენითი სამუშაოები  ამ  მიმართულებითაც განხორციელდა. სოფლებს ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგამოსალოდნელი უამინდობის გამო მუნიციპალიტეტი საგანგებო რეჟიმში იმუშავებს", - აცხადებს გამგებელი მერაბ ჭანუყვაძე.



ოზურგეთში უამინდობა გრძელდება.


 

 

 

 

 

 

 

 

Livestream
right_banner right_banner
არქივი
right_banner